MG ZS

155 ცხ.ძ. (PS)
მაქსიმალური სიმძლავრე
ენერგიული ექსტერიერი
ახალი დიზაინი
MG Pilot
მართვის დამხმარე 13 ფუნქციით
ახალი MG ZS – თანამედროვე MG ავტომობილი ქალაქისა და ყოველდღიური მგზავრობისთვის
ახალი MG ZS არის თანამედროვე SUV, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულობას, კომფორტსა და უახლეს ტექნოლოგიებს. MG Motor-ის ეს მოდელი შექმნილია ოჯახებისთვის, აქტიური ცხოვრების სტილის მქონე მძღოლებისა და ყველასთვის, ვინც ეძებს ეკონომიურ, ფართო და უსაფრთხო MG ავტომობილს კონკურენტულ ფასად. ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებიდან შორეულ მოგზაურობამდე, MG ZS უზრუნველყოფს კომფორტულ მართვას, თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებსა და ფართო ინტერიერს. თუ გსურთ თავად გამოცადოთ მისი შესაძლებლობები, დაჯავშნეთ MG ZS ტესტ დრაივი საქართველოში. ხელმისაწვდომია ორი ტიპის ძრავით.
კომფორტი

MG ZS - კომფორტი, რომელიც ყოველდღიურ მგზავრობას უფრო სასიამოვნოს ხდის

როგორც კი MG ZS-ის სალონში მოთავსდებით, იგრძნობთ ფართო სივრცეს, ხარისხიან მასალებსა და ერგონომიკულ განლაგებას. კომფორტული სავარძლები, მშვიდი სალონი და პრაქტიკული ინტერიერი უზრუნველყოფს სასიამოვნო მგზავრობას როგორც ქალაქში, ისე გრძელ დისტანციებზე.
360° კამერა

MG ZS-ის 360° კამერის სისტემა ამარტივებს პარკირებასა და ვიწრო ქუჩებში მოძრაობას. ოთხი HD ფართოკუთხოვანი კამერა ქმნის სრულ ხედს ავტომობილის გარშემო, ხოლო ულტრაბგერითი სენსორები დროულად გაფრთხილებენ დაბრკოლებების შესახებ. დინამიკური უკუსვლის ასისტენტი კიდევ უფრო მარტივსა და უსაფრთხოს ხდის პარკირებას.

MG iSMART Lite აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ სწრაფად იპოვოთ თქვენი MG ZS, შეამოწმოთ ავტომობილის მდგომარეობა და დარწმუნდეთ, რომ იგი მზად არის გზისთვის. დამატებით შესაძლებელია კონდიცირების სისტემის დისტანციური მართვა, რათა სალონში სასურველი ტემპერატურა დაგხვდეთ ავტომობილში ჩაჯდომამდე.

გზაზე

MG-ის ინტეგრირებული ნავიგაციის სისტემა რეალურ დროში გაწვდით მარშრუტს, მიმართულებებსა და დანიშნულების ადგილზე მისვლის სავარაუდო დროს, რაც თითოეულ მგზავრობას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაამოწმოთ MG ZS-ის მდგომარეობა, ნახოთ მართვის სტატისტიკა, საწვავის დონე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. თუ დაგავიწყდათ ავტომობილის ჩაკეტვა, iSMART Lite აპლიკაციით მისი დისტანციურად ჩაკეტვა ან გაღება ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ.

ტექნოლოგია

MG iSMART - MG Motor-ის ინტელექტუალური სისტემა

MG iSMART აერთიანებს ავტომობილს, ინტერნეტსა და მძღოლს ერთ ეკოსისტემაში. ეს თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს მუდმივ კავშირს თქვენს MG ZS-თან და გაძლევთ შესაძლებლობას მართოთ სხვადასხვა ფუნქცია პირდაპირ სმარტფონიდან.
ინფორმაციულ-გასართობი სისტემა
12,3-ინჩიანი ეკრანით (ინჩი სიტყვიერად არ ჩავწეროთ)
ბორტზე არსებული ცოცხალი სერვისები
ინტეგრირებული ნავიგაციით
სმარტფონის აპლიკაცია
დისტანციური მართვის ფუნქციებით
MG ZS დიზაინი - თანამედროვე SUV გამორჩეული სტილით

MG ZS გამოირჩევა ენერგიული ფორმებითა და თანამედროვე SUV დიზაინით, რომელიც MG Motor-ის ახალი დიზაინის ფილოსოფიას ასახავს. დინამიკური ხაზები, ფართო პროპორციები და დახვეწილი დეტალები ავტომობილს ყველა კუთხიდან გამორჩეულ იერს ანიჭებს.

ახალი MG ZS-ის წინა ნაწილი ორ დონედ არის დაყოფილი. ზედა ნაწილში ერთმანეთთან დაკავშირებული LED ფარები ქმნის თანამედროვე ვიზუალს, ხოლო ქვედა ნაწილში განთავსებული ფართო რადიატორის ცხაური ავტომობილს მძლავრ და თავდაჯერებულ ხასიათს ანიჭებს.

MG ZS აღჭურვილია Connected Hunter Eyes LED განათებით, რომელიც მთელ წინა ნაწილს აერთიანებს. დღის სავალი განათება (DRL) ავტომობილს გამორჩეულ ვიზუალს ანიჭებს, ხოლო LED PES მოდულები უზრუნველყოფს ეფექტურ ახლო და შორ განათებას.

დიზაინი

MG ZS - კომპაქტური SUV ყოველდღიური ცხოვრებისთვის

ახალი MG ZS აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, პრაქტიკულობასა და მოწინავე ტექნოლოგიებს. კომპაქტური SUV-ის პროპორციები, 18-დიუმიანი მსუბუქი ლითონის დისკები, LED განათება და გასაღების გარეშე დაშვების სისტემა ქმნის ავტომობილს, რომელიც იდეალურად ერგება როგორც ქალაქს, ისე აქტიურ ცხოვრების სტილს.
მექანიკა
5-სიჩქარიანი
115 ცხ.ძ. (PS)
1.5ლ ძრავა
10.25’’
მულტიმედიური ეკრანი
MG Pilot
მართვის ასისტენტი
დინამიკური ექსტერიერის დიზაინი
თვალშისაცემი ვიზუალი
18-ინჩიანი დისკები
ელეგანტურობა
ფართო ინტერიერი მთელი ოჯახისთვის

MG ZS-ის სრულიად შავი ინტერიერი შექმნილია კომფორტისა და პრაქტიკულობისთვის. ხარისხიანი მასალები, ზუსტი აწყობა და ერგონომიკული განლაგება ქმნის პრემიუმ შეგრძნებას, ხოლო მრავალშრიანი წინა პანელი ვიზუალურად ზრდის სალონის სივრცეს და ყველა მთავარ ფუნქციას ადვილად ხელმისაწვდომს ხდის.

გაშლილი, მრავალშრიანი წინა პანელის (IP) განლაგება არა მხოლოდ ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, არამედ ყველა ძირითად ფუნქციას მკაფიო და მარტივად მოსაძებნ ადგილს უჩენს.

სამქიმიანი სპორტული საჭე მრავალფუნქციური ღილაკებით მძღოლს მაქსიმალურ კონტროლსა და კომფორტს სთავაზობს, რაც MG ZS-ის მართვას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

სიჩქარის გადამრთველი ბერკეტის დიზაინი შთაგონებულია ავიაციის ელემენტებით და ინტერიერს თანამედროვე, სპორტულ ხასიათს მატებს.

რბილი და სტაბილური მართვა

MG ZS-ის საკიდარი სპეციალურად არის მორგებული გზის დარტყმებისა და ვიბრაციების ეფექტურად შთანთქმისთვის. შედეგად, ავტომობილი უზრუნველყოფს რბილ, სტაბილურ და კომფორტულ მოძრაობას როგორც ქალაქში, ისე შორეულ მარშრუტებზე.

ერგონომიული სავარძლები, რბილი ხელოვნური ტყავის მასალა და მყარი საყრდენი კონსტრუქცია ამცირებს დაღლილობას და უზრუნველყოფს კომფორტს როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის. MG ZS შექმნილია იმისთვის, რომ თითოეული მგზავრობა სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.

ცივ ამინდში MG ZS დამატებით კომფორტს გთავაზობთ. საჭისა და სავარძლების გათბობის სისტემა სწრაფად ქმნის სასიამოვნო ტემპერატურას, რაც ყოველდღიურ მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

შედარება