სრულიად ახალი MGS5 EV
MGS5 EV-ის დინამიკური მართვა და ზუსტი მანევრირება
ჯილდოს მფლობელი პლატფორმა
ინოვაციურ MG-ის მოდულურ მასშტაბირებად პლატფორმაზე (MSP) დაფუძნებული, ჩვენი ფართო აღიარების მქონე ელექტრომობილების პლატფორმა პირველად 2022 წელს, MG4-თან ერთად წარდგა. MGS5 EV არის უახლესი MG Motor ავტომობილი, რომელიც ამ პლატფორმას იყენებს. MSP პლატფორმა არის ავტომობილის ინტელექტუალური არქიტექტურა სუფთა ელექტრო მოდელებისთვის – იგი შექმნილია ბატარეის ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდისთვის, წონის შესამცირებლად და წარმადობის ოპტიმიზაციისთვის.
0-100 კმ/სთ 6.3 წამში
MGS5 EV ხელმისაწვდომია ორი ელექტროძრავის ვერსიით – 170 ცხენის ძალისა და 231 ცხენის ძალის სიმძლავრით. მძლავრი ვერსია 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 6.3 წამში ასრულებს და სპორტულ დინამიკას ყოველდღიურ კომფორტთან აერთიანებს.
შესანიშნავი მართვადობა
იგრძენით კავშირი ავტომობილთან და სრული კონტროლი საგულდაგულოდ დაპროექტებული მსუბუქი შასისა და წონის ოპტიმალური განაწილების წყალობით, რაც მართვის გაუმჯობესებულ გამოცდილებასა და თავდაჯერებულ მანევრირებას უზრუნველყოფს. გზასთან შესანიშნავი მოჭიდება მიიღწევა მსუბუქი კონსტრუქციისა და წონის ბალანსის ხარჯზე, რაც მძღოლს უსაფრთხო მართვისა და გზის ზუსტი შეგრძნების გარანტიას აძლევს.
მრავალბერკეტიანი უკანა საკიდარი უზრუნველყოფს შესანიშნავ სტაბილურობას უსწორმასწორო ზედაპირზე და ამავდროულად აუმჯობესებს მგზავრობის კომფორტს. ძარის მინიმალურ დახრასთან ერთად, ეს გარანტიას იძლევა, რომ MGS5 EV დარჩეს ზუსტი და სტაბილური ყველაზე რთულ გზებზეც კი.
„ერთი პედლით“ მართვის რეჟიმი
„ერთი პედლით“ მართვის რეჟიმი იდეალური გადაწყვეტილებაა ქალაქში გადაადგილებისთვის. ამ ინტელექტუალური ფუნქციის წყალობით, ავტომობილის შესანელებლად საკმარისია უბრალოდ აუშვათ ფეხი აქსელერატორის პედალს. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ სისტემის მუშაობის ინტენსივობა სამ სხვადასხვა დონეზე ან გამოიყენოთ ავტომატური რეჟიმი – რაც უფრო მაღალია არჩეული დონე, მით მეტი ენერგია ბრუნდება ბატარეაში რეკუპერაციის გზით.
სწრაფი დატენვა
ელვისებურად სწრაფი დატენვა
MG S5 EV-ის 64 კვტ.სთ ბატარეა მუდმივი დენით (DC) 10%-დან 80%-მდე მხოლოდ 28 წუთში იტენება. 400-ვოლტიანი სისტემა 139 კვტ-მდე სწრაფ დატენვას უზრუნველყოფს, რაც ამ ელექტრო SUV-ს იდეალურ არჩევნად აქცევს ყოველდღიური გამოყენებისთვის.
WLTP სვლის მარაგი 480 კმ-მდე
MGS5 EV ერთი დატენვით WLTP სტანდარტით 480 კმ-მდე სვლის მარაგს გთავაზობთ, რაც საშუალებას გაძლევთ კომფორტულად იმოძრაოთ როგორც ქალაქში, ისე შორ მანძილზე.
ბატარეის ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა
ჩვენი მესამე თაობის ბატარეის ტექნოლოგია შექმნილია ენერგიის შენარჩუნების მაღალი დონისთვის — სწრაფი დატენვის დროსაც კი.
ფართო ინტერიერი და პრემიუმ კომფორტი
12.8-ინჩიანი HD სენსორული ეკრანი
MGS5 EV აღჭურვილია 12.8-დიუმიანი HD სენსორული ეკრანით, რომლის მეშვეობითაც მარტივად მართავთ ნავიგაციას, მულტიმედიასა და ავტომობილის ძირითად ფუნქციებს.
უსადენო კავშირი და დატენვა
MG S5 EV სტანდარტულად გთავაზობთ უსადენო Apple CarPlay™-სა და Android Auto™-ს მხარდაჭერას.
Exclusive კომპლექტაციაში თქვენ შეგიძლიათ დატენოთ სმარტფონი მგზავრობისას უსადენო დამტენის საშუალებით, რომელიც მოხერხებულად არის განთავსებული ცენტრალურ კონსოლში.
სივრცე ყველაფრისთვის და ყველასთვის
MGS5 EV-ის ფართო ინტერიერი და რეგულირებადი საბარგული უზრუნველყოფს მაქსიმალურ პრაქტიკულობას როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ისე ოჯახური მოგზაურობისთვის.
საბარგულის რეგულირებადი იატაკი უზრუნველყოფს დატვირთვის მოქნილ ვარიანტებს და გვთავაზობს 1,441 ლიტრამდე მაქსიმალურ ტევადობას. ფეხებისა და თავისთვის გათვალისწინებული დამატებითი სივრცე კი მგზავრობას ყველასთვის კომფორტულს ხდის.
სათავსოების ინოვაციური გადაწყვეტილებები
MG S5 EV-ში განთავსებულია 33 პრაქტიკული სათავსო, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომია. ცენტრალურ კონსოლში განთავსებული ტელეფონის სპეციალური დამჭერის წყალობით, სალონი მუდამ მოწესრიგებულია და ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ყოველთვის ხელთაა.
ინტეგრირებული აპლიკაციები
ისიამოვნეთ თქვენი საყვარელი აპლიკაციებით, როგორიცაა Spotify და YouTube, MG S5 EV-ის დიდ, 12.8-ინჩიან HD ეკრანზე. ინტეგრირებული აპლიკაციების ახალი ფუნქციით, რომელიც ხელმისაწვდომია Exclusive კომპლექტაციაში, გართობა და კავშირი ყოველთვის თქვენს ხელთაა.
საბარგულის ელექტროკარი
MGS5 EV-ის 453-ლიტრიანი საბარგული გამოირჩევა პრაქტიკულობითა და მოხერხებულობით. ელექტრო საბარგულის კარი ხელების გამოყენების გარეშეც იხსნება, რაც ყოველდღიურ გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
ინტელექტუალური მართვის ტექნოლოგიები
მძღოლზე მორგებადი პარამეტრები
აირჩიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გამოსახვაც გსურთ 10.25-ინჩიან ეკრანზე, მაგალითად: ნავიგაცია ან ზოლში მოძრაობის მითითებები.
MG iSMART აპლიკაცია*
MG iSMART აკავშირებს თქვენს MGS5 EV-ს სმარტფონთან და საშუალებას გაძლევთ დისტანციურად აკონტროლოთ ავტომობილის ძირითადი ფუნქციები, შეამოწმოთ მისი სტატუსი და მოძებნოთ მდებარეობა.
უსადენო Apple CarPlay™ და Android Auto™ სტანდარტულად
თქვენი მოწყობილობა ჩვენს ეკრანზე. განახორციელეთ ზარები, გამოიყენეთ ნავიგაცია და უსმინეთ მუსიკას. MGS5 EV სტანდარტულად აღჭურვილია უსადენო Apple CarPlay™-ითა და Android Auto™-ით, რაც საშუალებას გაძლევთ მართოთ ტელეფონის შერჩეული ფუნქციები ავტომობილის სენსორული ეკრანის მეშვეობით.
MGS5 EV-ის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები
MG Pilot – ინტელექტუალური დამხმარე სისტემები უსაფრთხო მართვისთვის
MG Pilot თქვენი სრულყოფილი მეგზურია. მართვის დახმარების ჩვენი მოწინავე სისტემები (ADAS) უზრუნველყოფს კონტროლისა და უსაფრთხოების შეგრძნებას ყოველი მგზავრობისას. უსაფრთხოების რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის „ბრმა ზონის“ დეტექცია და უკანა განივი მოძრაობის შესახებ გაფრთხილება, ერთობლივად მუშაობს უფრო უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად.
დამუხრუჭების ძალა
MG S5 EV აღჭურვილია Continental-ისა და Bridgestone-ის ტექნოლოგიებით შექმნილი დამუხრუჭების სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ და უსაფრთხო გაჩერებას ნებისმიერ სიტუაციაში. გაუმჯობესებულ სისტემას 100 კმ/სთ სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე (0 კმ/სთ) დამუხრუჭება სულ რაღაც 35.5 მეტრში შეუძლია.
უსაფრთხოება როგორც სტანდარტი
მართეთ ავტომობილი თავდაჯერებულად იმის ცოდნით, რომ თქვენი ტრანსპორტი უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. ყველა მოდელი აღჭურვილია შვიდი უსაფრთხოების ბალიშით: წინა, გვერდითა, „ფარდა“ და ცენტრალური ბალიშებით. ეს ყოველივე მოთავსებულია ფოლადის გაძლიერებულ ძარაში, რაც თქვენს დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.
360°-იანი HD კამერების სისტემა
აღმოფხვერით „ბრმა ზონები“ 360°-იანი HD კამერების სისტემით, რომელიც ხელმისაწვდომია Exclusive კომპლექტაციაში. ოთხი ფართოკუთხიანი კამერა უზრუნველყოფს სრულ ხედვას ავტომობილის გარშემო, ულტრაბგერითი სენსორები გაფრთხილებთ დაბრკოლებების შესახებ, ხოლო უკანა ხედვის კამერა აქტიური დამხმარე ხაზებით გეხმარებათ ავტომობილის იდეალური კუთხით დაპარკინგებაში.
შედარება
17-დიუმიანი Vector სტილის ალუმინის დისკები
სრული LED განათება (დღის სავალი განათება, წინა და უკანა ფარები)
ავტომატური ფარები
MG Pilot – მძღოლის დახმარების სისტემა
12.8-დიუმიანი HD ინფოთეინმენტ ეკრანი
10.25-დიუმიანი სრული ციფრული მძღოლის პანელი
უკანა პარკინგ სენსორები უკანა ხედვის კამერასთან ერთად
ნავიგაციის სისტემა
უსადენო კავშირი Apple CarPlay™-სა და Android Auto™-თან
SMART აპლიკაციასთან ინტეგრაცია
გადმოწერეთ დოკუმენტი
18-დიუმიანი Rotor სტილის ალუმინის დისკები
12.8-დიუმიანი HD ინფოთეინმენტ ეკრანი
360° პარკინგ კამერა
უსადენო მობილურის დამტენი
ელექტრო SMART საბარგულის კარი
გათბობადი წინა სავარძლები და საჭე
მძღოლის ელექტრო რეგულირებადი სავარძელი (6 მიმართულებით) მექანიკური წელის მხარდაჭერით
ორფერიანი ნაცრისფერი ტყავის სტილის სალონი ტექსტილის ჩანართებით
უკანა ცენტრალური საყრდენი (Armrest)
წვიმის სენსორი საწმენდებისთვის
გადმოწერეთ დოკუმენტი